მამაკაცების ფსიქოლოგია ისეთია, რომ მათ გამუდმებით სჭირდებათ ცვლილებები. ამიტომ, თუ თქვენთვის ნამდვილად ძვირფასია თქვენი მამაკაცი, ეცადეთ არ დაუშვათ ზოგიერთი ტიპიური შეცდომა, რაც იმ ქალებს დაგამსგავსებდათ, რომელთაგანაც გარბიან კაცები.
ფსიქოლოგებმა გამოყვეს “არასწორი ქცევის” 10 ძირითადი პუნქტი:
პირველი და ალბათ ყველაზე მოქმედი გამაღიზიანებელი – ისტერიკა და ნოტაციებია. და თუ ერთ–ერთი მათგანი მაინც გახასიათებთ, შანსი გაქვთ ფარული გაღიზიანების ობიექტად იქცეთ. არაფერი ისე არ “კლავს” ურთიერთობებს, როგორც გამუდმებული უკმაყოფილება ცხოვრებით, სიტუაციებით და საყვარელი მამაკაცის საქციელით.
თქვენი მწველი სურვილის მიუხედავად, რომ საყვარელი მამაკაცი 24 საათის განმავლობაში თქვენს გვერდით იყოს, დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს გვერდით ყოფნისას იგი მაინც განიცდის ჩვეულებრივ მოთხოვნილებას, ისეთს, როგორიცაა მეგობრის ნახვა, სანადიროდ წასვლა ან ფეხბურთის ყურება. ყველაფრის მიუხედავად მის სულში არის და უნდა დარჩეს ისეთი კუნჭულები, სადაც მას სურს თავი კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნოს, ისევე, როგორც თქვენთან. გაატარეთ დროის რაღაც ნაწილი ერთმანეთისაგან მოშორებით და შეხვედრის სიხარული ნამდვილად ჭეშმარიტი იქნება, ხოლო შეხვედრა – სასურველი.
ნუ ეცდებით შეცვალოთ საყვარელი მამაკაცი თქვენს გემოზე და ხასიათზე – მიიღეთ იგი ისეთი, როგორიც არის. ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ მის დადებით თვისებებს, ვიდრე უარყოფითს, რომლებიც სხვათა შორის, შეიძლება სულაც არ იყოს უარყოფითი.
ეცადეთ არ იყოთ ისეთივე, როგორიც გუშინ. თავიდან ეს თამაში შეიძლება უცნაური და რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი მოგეწონებათ. დაიმახსოვრეთ, რომ შინაგანად საკუთარი თავის ერთგული რჩებით.
ნუ გამოავლენთ უმწეო ადამიანის ნიშნებს. იგრძენით საკუთარი დამოუკიდებლობა. თავს ნუ მოაბეზრებთ ადამიანს გამუდმებული სატელეფონო ზარებით – ეს ყველაზე უტყუარი ხერხია უარყოფითი რეაქციის გამოსავლენად. ხოლო დარეკვისას ეცადეთ გამოარკვიოთ ყველაზე მთავარი და ნუ წაართმევთ დროს ნაკლებმნიშვნელოვანი შეკითხვებით.
არ გაბედოთ ეჭვიანობა! ეჭვი – ეს არის იმის ნიშანი, რომ გაკლიათ თავდაჯერება და ქვეშეცნეულად გსურთ დაეუფლოთ ადამიანს როგორც საგანს, ჩაკეტოთ იგი ყველა შესაძლებელი კლიტით და უყუროთ დილიდან საღამომდე. როგორც წესი, ამ ყველაფრიდან კარგი არაფერი გამოდის. გამუდმებული დაკითხვა და ჩუმ–ჩუმად მისი სატელეფონო შეტყობინებების კითხვა უდიდესი ეჭვის ქვეშ აყენებს თქვენი ურთიერთობების მომავალს.ტრადიციული ქალური შეცდომა – ჭორაობის სიყვარული, შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. ნუ გაიტანთ ნაგავს სახლიდან, ეცადეთ ყველა საკითხი საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაწყვიტოთ. შეგახსენებთ, რომ აშკარად უადგილო იქნებოდა თქვენი მეუღლის ყოფნა მხოლოდ თქვენი დაქალების საზოგადოებაში – დაფიქრდით, რამდენად უხერხულად იგრძნობს იგი თავს ამ სიტუაციაში.ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს სურვილს, გამუდმებით იაროთ მაღაზიებში და ბაზარში – ასეთივე ენთუზიაზმით შეხვდება. ერთ–ორჯერ ერთობლივ გასეირნებას მსგავს ადგილებში ზოგჯერ ყველაზე კარგი ურთიერთობების გაფუჭებაც კი შეუძლია. ამიტომ, სასურველია მაღაზიებში დაქალებთან ერთად იაროთ, არის ერთობლივი წასვლის ვარიანტი, მაგრამ თქვენ წინასწარ უნდა შეარჩიოთ რისი ყიდვაც გსურთ, მაშინ ამ ყველაფერს სიურპრიზის სახე ექნება და დიდ დროსაც არ წაგართმევთ.
არასოდეს დააძალოთ საყვარელ მამაკაცს, რომ იგი დაუყოვნებლივ მოგიყვეთ თავისი ფიქრებისა და გრძნობების შესახებ. თუ იგი გულახდილობისათვის არ არის განწყობილი, უმჯობესია საუბარი შემდეგისათვის გადაიტანოთ.
არასოდეს ალოდინოთ ძალიან დიდხანს. ძნელია ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელიც აღფრთოვანდებოდა თუ თქვენ ერთი საათით დააგვიანებდით.
ამ უბრალო წესების დაცვით, მნიშვნელოვნად გაზრდით თქვენს შანსებს დარჩეთ იმ მამაკაცთან, რომელიც გიყვართ.
Leave a comment