რა იწვევს ცეცხლის ჩაქრობას?
ქალური ფობიები
როცა ქალს სექსის დროს აღელვებს თუ როგორ გამოიყურება იგი, «პროცესზ
ე» კონცენტრირებას და მოდუნებას ვერ ახერხებს, და ამის შედეგად პარტნიორს კმაყოფილებას ვერ ანიჭებს, ისევე, როგორც თვითონ ვერ იღებს ვერანაირ კმაყოფილებას. აგრეთვე, როგორც მამაკაცები აღნიშნავენ, შიში ქმნის აკრძალვებს. მაგალითად, ერიდება რა საკუთარი სხეულის პროპორციების გამოჩენას, ქალს შეუძლება უარი თქვას გარკვეულ პოზებზე, ან მოითხოვოს სექსი სრულ
სიბნელეში. თუ ქალი მუდმივად იმცირებს თავს და აღნიშნავს თავისი სხეულის ნაკლს, შესაძლოა ბოლოს და ბოლოს მამაკაციც დაეთანხმოს! აკრძალვებმა შესაძლოა საერთოდ ჩაახშოს სურვილი.
მამაკაცის სხეულის არცოდნა
აღმოჩნდა, რომ ქალთა უმრავლესობა აბსოლუტურად გაუნათლებელია მამაკაცის ფიზიოლოგიის საკითხებში. მაგრამ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამის გამოსწორებას ქალები არც კი ცდილობენ. ითხოვენ რა ხანგრძლივ პრელუდიას, თვითონ ქალებს არ სურთ მოეფერონ და მოეალერსონ თავის პარტნიორებს.
ასევე არ უყვართ მამაკაცებს აქტის დროს ქალის აბსოლუტური მდუმარება, ანუ, როცა ქალი არ გამოხატავს საკუთარ ემოციებს. უფრო უარესია, როცა ქალი თვალებს ხუჭავს. «ნუთუ მას რცხვენია იმის, რაც ხდ
ება?» – ფიქრობენ მამაკაცები. გულგრილობა საწოლში დაუშვებელია.ასევე დაუშვებელია სექსის მიმართ ამგვარი მიდგომა:
სექსი, როგორც სამსახურის გაწევა. უფრო უარესია, თუ მას პარტნიორის მანიპულირების საშუალებად იყენებს.
ეგოიზმი საწოლში.
საუბრები ყოფილ საყვარლებზე.
Leave a comment