Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘Uncategorized’ Category

სწერვა

ნამდვილი “სწერვები”, რომლებიც საწოლიდან საწოლში გადადიან. ამის გამო შეიძლება სხვა სახელიც ეწოდოთ. მათ ყველა კაცის დაპყრობა სურთ, სულ ერთია, ცოლინია თუ არა მამაკაცი, რამდენია და სად. ასევე სულერთია რას ფიქრობენ მასზე, ოღონდ თავისი წილი მოფერება და სექსი მიიღონ, ხოლო დანარჩენი წყალსაც წაუღია.ისინი ძალიან სექსუალურები და მიმზიდველები არიან, მაგრამ სულ ერთია ვისთან გააბამენ ნაცნობობასა და კავშირს. მამაკაცები გიჟდებიან მათზე, ნახულობენ მათთვის დროს და შეუძლიათ აჩუქონ ყველაფერი, მაგრამ ცოლად ასეთები არ მოყავთ, თუმცა სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს თავისი გმირობის ამბებს. ასეთ ქალებს სიყვარული არ სჭირდებათ – მხოლოდ სექსი. რასაც იღებენ კიდეც. თუ ხანგრძლივი ურთიერთობა გსურთ და არ გინდათ მარტო დარჩეთ, ხოლო თავში მხოლოდ სექსი გიტრიალებთ, უნდა შეჩერდეთ!

მიმოზა

ასეთი ქალი ირჩევს კარგ, ნაზ და მზრუნველ მებაღეს სქელი საფულით, რომელიც სულ მის ფეხებთანაა განრთხმული: თავს ევლება, ესათუთება, იცავს, და შემდეგ ხშირად გარბის. ასეთ ქალებს უყვართ საღამოები სანთლების თანხლებით, ყვავილები ვაზებში, მუდმივად სიყვარულის ახსნა, თუნდაც უკვე დაზეპირებული სიტყვებით, სინაზე. მათ იმდენად არ აინტერესებთ საწოლი საყვარელ მამაკაცთან ერთად, რამდენადაც თაყვანისცემა.იგი გამუდმებით ზრუნვას მოითხოვს, მუდმივ დაძაბულობას, და არ ესმის, რომ ცხოვრება – მხოლოდ ურთიერთობის სიხარული არ არის, რომელიც სულ სავსე იქნებოდა მოულოდნელობებით. იგი რომანტიულია, მეოცნებე, მარგამ მუდმივი თაყვანისცემა შეიძლება მობეზრდეს მამაკაცს. ასეთს ეყვარება მამაკაცი მხოლოდ ერთი პირობით: თუ ის ყოველთვის თბილი იქნება, ყოველთვის ყველაფერში უზრუნველყოფს, ცხოვრების მაღალ დონეს შეინარჩუნებს.ხოლო თუ რამე ისე არ მოხდება, ასეთი ქალი იქცევა ავ, ბოროტ, მუდმივად გაბრაზებულ, ყველაფრით უკმაყოფილო ქალბატონად.

დედამიწის ცენტრი

ეგოისტური ნატურები, მხოლოდ თვითონ და თავისთვის. ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ აიტანს. გვამებზე გადაივლის, და მაინც იმას გააკეთებს, რაც თვითონ უნდა. “თეთრზე” – “შავს” იტყვის. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებთ, მაშინვე გაგაკმენდინებთ. მამაკაცები, რომლებიც ასეთ ქალებთან რჩებიან, საბოლოოდ ვერ იტანენ ვერც მას და ვერც საკუთარ თავს, კარგავენ საკუთარ “მეს”, და აბსოლუტურად არაფრის მაქნისნი ხდებიან. ასეთი ქალები თვლიან, რომ დედამიწა მათ გარშემო ბრუნავს. ასეთებთან რთულია ცხოვრება.ის სხვების აზრს არ ითვალისწინებს. მიუფურთხებია სხვისი აზრისთვის. ნამდვილი იდიოტია. მაგრამ თვითონ არ შეარჩია? ალბათ ლამაზი იყო, ან კარგი იყო საწოლში, ან ძალიან უყვარდა, რადგან ყველაფერზე თანახმა იყო. მერე მიხვდა სადაც ამოყო თავი, მაგრამ გვიანღა იყო. ძლიერი კაცი გაიქცევა, ხოლო სუსტი ეგრეც დარჩება მის კაბაზე გამობმული, და მთელი ცხოვრება მისი და საკუთრი თავის წყევლას მოუნდება.

ნაცრისფერი თაგვი

ისეთი წყნარია, შეუმჩნეველი, მზად არის ქმარს ფეხებში გაეგოს, ყველაფერში ქედი მოხაროს. იგი წინასწარვე ყველაფერზე თანახმაა, მისი აზრი შეგიძლიათ არ იკითხოთ, ყველაფერზე მაინც თავს უქნევს ქმარს. ის ყველაფერს აიტანს, ყოველთვის ერთგული იქნება თავისი ბატონის. იგი უკვე მადლობელია თავისი ქმრის, იმიტომ, რომ ის ამოარჩია და ის შეირთო ცოლად. ხშირად ეს იძულებით ხდება(დაორსულების შემთხვევაში). და ეშინია რა, თავისი კერპის დაკარგვის, უფრო არარობად იქცევა. იგი მადლობელი იქნება გადაგდებული ძვლისთვისაც კი. მაგრამ ქმრებს არ შეუძლიათ დააფასონ ასეთი ერთგულება, რადგან ეს ქალი უკვე მათი საკუთრებაა, მისი მონა. მან თავისი ღირსება სიყვარულის სამსხვერპლოზე დადო და თვითონვე გახდა სიყვარულის მსხვერპლი.

კარიერისტიიგი ბრძოლისკენ მიისწრაფვის, ებრძვის ყველას, საკუთარი კანიდან

ძვრება, რომ მდგომარეობას მიაღწიოს. ხოლო ოჯახი ყოველთვის მეორე ადგილზე რჩება. ურეკავენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სთხოვენ რჩევას, ელოდებიან განკარგულებებს. და ისიც, ასეთი საქმიანი, ვერაფრით მშვიდება. ამ ყველაფერს ფულისათვის კი არ აკეთებს, არამედ პრესტიჟისათვის, საკუთარი “მე”-სათვის. მას უბრალოდ ხელმძღვანელობა უნდა, უნდა ყოველთვის სიმაღლეზე იყოს. მას სურს, რომ ყოველთვის მასზე ილაპარაკონ, ეშინოდეთ, რომ სხვები დამოკიდებულნი იყვნენ მასზე. ქმარს ეშინია, მაგრამ ხმას ვერ იღებს. რატომ ჩაერიოს? ასეთს ვერ შეეკამათები, ისე მიგიმწყვდევს კუთხესთან, ისე გამოგლანძღავს, რომ ხმის ამოღაბასაც ვერ მოახერხებ. მის წინ ისე იდგები, როგორც მოსწავლე მასწავლებლის წინ. ასეთი ქალი საწოლშიც კი არ მოეშვება თავის სამსახურზე ლაპარაკს. ცოტა ვინმეს თუ მოეწონება ასეთი რამ. კაცი – კაცია! მას სურს თავისი ავტორიტეტი გამოავლინოს, მაგრამ უკაცრავად… ხშირად ის ოჯახში რჩება, მაგრამ ყოველთვის ოცნებობს რომელიმე უბრალო ქალზე, რომელიც მზად იქნება მოუსმინოს მას, ადამიანურად დააპუროს და გაათბოს. აი მაშინ კი აჩვენებდა საკუთარ თავს.

მონადირე

ის მიმზიდველია, ლამაზად იცმევს, კეკლუცობს, მოკლედ, უბრალოდ აჯადოებს მამაკაცს. მიზანი ერთია: გათხოვება, და რაც შეიძლება მალე! და აი, მონუსხა, გაახვია თავის ქსელში, პასპორტში ბეჭედი ჩაარტყმევინა და მორჩა! მიზანი მიღწეულია. შეიძლება მოდუნება. უყურებს კაცი ასეთს და ვერ ცნობს მასში იმ გასაოცარ, ყოფილ ლამაზმანს, რომლის წარდგენაც მეგობრებისათვის არ შეარცხვენდა. ახლა მას უსუფთაოდ აცვია, დაუვარცხნელი, გაურკვეველი ფერის გაქონილი ხალათი, ხშირად ოთახში პანტალონებით დარბის, ღამის პერანგი – ტომარასავითაა, კოლგოტზე თვალია წასული, და ვერაფერ სექსუალურსა და მიმზიდველს კაცი მასში ვეღარ ხედავს. თანაც ისე იქცევა, როგორც ბაზრის ქალი. მოკლედ, იგი აღარ აქცევს ყურადღებას თავის თავს, რადგან თვლის, რომ მიზანი მიღწეულია. და რა გამოდის, რომ საცოდავმა ქმარმა მთელი ცხოვრება ასეთ ქალთან ერთად უნდა გაატაროს?იგი სხვისკენ გაიწევს. და შემდეგ მიხვდება “მონადირე” რაც მო

ხდა, მაგრამ გვიანი იქნება. ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, უზრუნველად გამთბარიყო მისსივე რჩეულის გვერდით. ქალი ყოველთვის ქალად უნდა დარჩეს. აღარ აქცევთ ღურადღებას საკუთარ თავს? ე.ი. დაბერდით. არ ღირს დროზე ადრე იქცეთ შეუხედავ ქალად. ასეთები ისედაც ბევრია ქუჩებში.

“დედიკო”

კარგი დიასახლისია, კარგი დედაა ბავშვებისათვის, სამაგალითო მეუღლე. ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, სხვადასხვა თაროებზე. იგი ყველაფერს ასწრებს: საჭმლის მომზადებას, რეცხვას, გაკვეთილებსაც მოამზადებს ბავშვებთან ერთად. მაგრამ მათი ქმრები ალერსს რატომღაც სხვებთან ეძებენ. არა, სამუდ

ამოდ არ მიდიან, რადგან სახლში სითბოა, საჭმელი ყოველთვისაა მაგიდაზე, ბავშვები ჯანმრთელები იზრდებიან, საწოლშიც ყოველთვის ასრულებს თავის მოვალეობას. მაგრამ შეასრულებს როგორც მოვალეობას, როგორც აუცილებლობას, რომელსაც ვერ გაექცევი, რადგან შთამომავლობა ვეღარ გაგრძელდება. ის აპატიებს და მოითმენს ნებისმიერ წყენას, ქმარსაც აიტანს, თუნდაც არ უყვარდეს. ოღონდ ოჯახი ნორმალურად იყოს, ხოლო ბავშვები გამოკვებილი. მაგრამ კაცი მაინც სხვისკენ მიიწევს, მას სიყვარული და სექსი სწყურია, უნდა, რომ მის გვერდით მოვალეობის გამო არ იწვნენ. ამიტომ, ყოველთვის ჰყავს ალერსიანი საყვარელი. ის ყველაფერს შეუვსებს, რაც სახლში აკლია.

 

 

Read Full Post »

ყოველდღე ელოდები მას, ეძებ მის გამოხედვას  ტრანსპორტში , ქუჩაში, სკოლაში, სასწავლებელში, კლუბში.დრო კი გადის, შენ იზრდები, ხვდები სხვადასხვა ხასიათისა და აღნაგობის ბიჭებს, მაგრამ იცი, რომ “ეს ის არ არის”.შენს დაქალებს ბევრი თაყვანისმცემლები ყავთ, ზოგიერთს ბოიფრენდიც კი, მეგრამ ისინიც უკმაყოფილოები არიან, თუმცა თვლიან, რომ ჯობია ასეთი მაინც ყავდეთ, ვიდრე არავინ. შენ კი სულ სხვაგვარი ურთიერთობები გჭირდება, გჭირდება ადამიანი, რომელიც დაგაფასებს, შეგიყვარებს, პატივს გცემს, რომელთან ერთადაც გექნებ

ა აბსოლიტური ჰარმონია და ურთიერთგაგება, რომელიც  ძლიერი დასაყრდენი იქნება შენთვის. რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს აღარ ელოდები, რადგან უკვე იცი, რომ ყველა ადამიანს აქვს ნაკლი. უკვე გადაწყვეტილი გაქვს, აღარ იტირო ღამ–ღამობით ბიჭების გამო, განწყობა არ გაიფუჭო, არ “გადაეწყო” მათი ხასიათის მიხედვით და დარჩე და არა გამოჩნდე ისეთი, როგორიც ხარ.აღარ გინდა ტანჯვა და ლოდინი, თუ როდის გამოჩნდება “იგი”? შენ ისეთი გოგო ხარ, რომელიც შექმნილია მიანიჭოს სითბო, სიყვარული, ალერსი და სიკეთე სხვა ადამიანს. თუ ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, შენ არ გეხება, შეგიძლია კითხვა აღარ გააგრძელო. ახალგაზრდა გოგონას, თავდაჯერებულს, ლამაზს, სიცოცხლის მოყვარეს და იუმორის გრძნობის მქონეს, რა თქმა უნდა არ გაუჭირდება მეორე ნახევრის პოვნა. ანუ, თუ თქვენ თავდაჯერებული ხართ საკუთარ წარმატებაში და გჯრათ, რომ გაგიმართლებთ, კარგი მანერები გაქვთ, სიარულისას მხრებში არ იხრებით, სწორად და ლამაზად საუბრობთ(მკაფიო გამონათქვამების გარეშე), მაშინ ყველაფერი გამოგივათ.თქვენი ნაცნობები და დაქალები შეიძლება დაკომპლექსებულები იყვნენ გაღუნული ფეხების, ზედმეტი წონის, გამონაყარის ან სხვა ნაკლის გამო. თქვენ კი განათლებული ხართ და იცით, რომ ნებისმიერი ნაკლის წარმოჩენა შეიძლება როგორც უპირატესობის და შეგიძლიათ “ითამაშოთ” ამაზე. სილამაზით იბადებიან, აი ფული კი შეძენილია და შეიძლება წამში დაიხარჯოს, ხოლო სულიერი სილამაზე, ჭკუა და შინაგანი განწყობა გროვდება და ინახება მთელი ცხოვრების მანძილზე. ნუ შეაფასებ ბიჭებს გატენილი საფულით, მოდური სამოსითა და ავტომანქანით. თუ გსურს თქვენი ურთიერთობები უფრო მყარი იყოს, ყურადღებას ნუ მიაქცევ მხოლოდ მის ფინანსურ მდგომარეობას და შესაძლებლობებს.  მოკლედ, თუ გსურთ მოწონებული ბიჭის ყურადღება მიიქციოთ, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და ზუსტად იცოდეთ, თუ რა გჭირდებათ. აი რამდენიმე წესი, რომელთა ცოდნაც გამოგადგებათ:

იყავით ყოველთვის მოვლილი(დაბანილი თმა, სუფთა ტანსაცმელი, მანიკური);

მოიქეცით კულტურულად(არ იყვიროთ და არ იცინოთ ხმამაღლა, არ იუხეშოთ, უცხო ადამიანებს “შენობით” არ მიმართოთ);

ჯეროდეთ საკუთარი თავის(დააფასეთ და პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვის აზრს)

განეწყვეთ პოზიტიურად ყველაფრის მიმართ.

ბევრ გოგონას აღზრდის ან ტრადიციის გამო ჰგონია, რომ იგი ყოველთვის ვიღაცის ვალშია. დაიმახსოვრეთ, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ(გარდა საკუთარი მშობლებისა, რომლებმაც აღგზარდეს და ზრუნავენ თქვენზე)!

განვიხილოთ თქვენი ქცევის ვარიანტები თქვენი თაყვანისმცემლების მიმართ.

დავუშვათ, თაყვანისმცემელმა დაგპატიჟათ კაფეში ან რესტორანში, რაიმე გაჩუქათ ან უბრალოდ მიგიყვანათ სახლამდე მანქანით და დაგიწყოთ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ უნდა თქვენი კოცნა და აჩქარებს თქვენს ურთიერთობებს.დაიმახსოვრეთ, არ არის საჭირო გააკეთოთ ის, რაც “მას” სურს მხოლოდ იმიტომ, რომ მან თქვენს გამო ფული და დრო დახარჯა. თუ თქვენ რაიმეს გაკეთება არ გსურთ, არ წახვიდეთ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. ყვერლაფრის გაკეთება ხომ თავად მოინდომა და თავად გააკეთა. თქვენ მისთვის არ დაგიძალებიათ. მამაკაცს სურს სჯეროდეს, რომ იგი განუმეორებელია, რომ იგი საჭიროა და რაღაც გაგებით ეს ჟესტი იმით აიხსნება, რომ ასეთი საქციელით საჩუქარი გაუკეთა თავის თავმოყვარეობას, დაგპატიჟათ რა თუნდაც ნაყინზე.პრაქტიკულად ყოველთვის მამაკაცი ყველაფერს აფასებს როგორც “მინდა”, ხოლო ქალი – “ჩემი ვალია”. თუ მოცემულ მომენტში ფიქრობთ ხვდებოდეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ბევრ ფულს გახარჯებთ, გირჩევთ დაფიქრდეთ, ნამდვილად იმ ადამიანს ხვდებით, ვისაც გსურთ რომ ხვდებოდეთ? იქნებ ღირდეს ყურადღება მიაქციოთ ისეთ ბიჭს, რომელსაც აქვს სული და ჭკუა. იქნებ ამ წუთას მას არ აქვს იმის ფული, რომ რამე ძვირფასი გიყიდოთ. რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდაა და ა.შ. მაგრამ მალე მას თავისი მიზანსწრაფულობის, მიხვედრილობისა და ადამიანებთან ჰუმანური დამოკიდებულების გამო ყველაფერი ექნება.თუ ჯერ ვერ გიპოვიათ “ი გ ი”, მაგრამ გაქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება ორ ბიჭს შორის, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, რას ელოდებით დროებითი ურთიერთობებისაგან? რამდენად იქნებით ბედნიერი და კმაყოფილი საკუთარი თავით?  შეხვდით ახალ ბიჭს, შენიშნეთ “ობიექტი”, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული: ნამდვილად ის არის, ვინც გჭირდებათ? მაგრამ გადაწყვიტეთ გარისკოთ და უფრო ახლოს გაიცნოთ. დაუტოვეთ საკუთრი კოორდინატები და მიანიშნეთ, რომ ჯერ თავისუფალი ხართ და რომ იგი გაინტერესებთ. მასაც მოეწონეთ, მაგრამ აი პრობლემა: იგი იშვიათად გირეკავთ და იშვიათად ხვდებით, ხოლო თქვენ იგი იმდენად გაინტერესებთ, რომ თვითონ ურეკავთ მას და თანაც უფრო ხშირად და ხშირად. იცით რას გავს ეს?თუ ბიჭს უნდა, იგი გააკეთებს ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელსაც, ოღონდ თქვენს გვერდით იყოს და თქვენი ყურადღება მიიქციოს, მოიპოვოს თქვენთან ყოფნის უფლება. ცოტა მოიცადეთ, რამეზე გადაერთეთ. მოთმინება და შრომა – ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.  და ბოლოს: სანამ რამეს გააკეთებთ, დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ ამის გაკეთება, თუ მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ “ვალდებული ხართ” და “ყველა ასე ამბობს”.   თუ იამაყებთ საკუთარი თავით, იქნებით თავდაჯერებული საკუთარ თავში და საკუთარ წარმატებაში, გარშემო პოზიტიური ატმოსფერო შეიქმნება და ნამდვილად გეწვევათ წარმატება!

 

Read Full Post »

ანუ უნდა ველოდოთ თუ არა  თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს???

ლამაზი, კეთილი, მდიდარი, გულუხვი, ჭკვიანი-ყველაზე ხშირად ამ თვისებებით ახასიათებენ იდეალურ მამაკაცს. მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ოცნებაყოველთვის ტკბილი არ არის. თქვენი თაყვანისმცემელის საუკეთესო გარეგნობა, გულუხვობა და ბრწყინვალე იუმორის გრძნობა შესაძლოა ცუდად შემოგიბრუნდეთ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. იდეალის ძებნაში არ ამჩნევ მამაკაცს, რომელიც შენი ყურადღების მიპყრობას დაჟინებით ცდილობს, ან რჩეულის ყოლის შემთხვევაშიც კი აგრძელებ ზღაპრულ პრინცზე ოცნებას. დროა დაეშვა ზეციდან მიწაზე და ყურადღებით შეაფასო შენი რჩეული.

“pretty man”

ის ბერძენი ღმერთივით ლამაზია, ანტონიო ბანდერასივით სექსუალური და ტომ კრუზივით განუმეორებელი. ერთი შეხედვითაც ნატვრის ოხვრა აღმოგხდებათ. თავად ბრედ პიტი აქილევსის როლში ფერკმრთალდება მის გვერდით. ახდა შენი ოცნება მშვენიერ მამაკაცზე, შეგიძლია შეეხო ხელებით, ტუჩებით, გემო გაუსინჯო….შენი რჩეული დადის სპორტდარბაზში, უარყოფს მავნე ჩვევებს, მიირთმევს ჯანსაღ საკვებს და უვლის საკუთარ თავს, აფრქვევს ძვირფასი პარფიუმის სურნელს..

საშიში სიმპტომები

შესაძლოა შენთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ შენი პერსონალური აპოლონი სალონს არამარტო ფრჩხილების მოსავლელად, არამედ კოსმეტოლოგთან სხვადასხვა პროცედურების ჩასატარებლად აკითხავს. სააბაზანოში შენზე არანაკლები რაოდენობის ქილებს ინახავს, დიეტის ფურცლები ტუალეტის მაგიდაზე უდევს, ხოლო საწოლის ქვეშ სხვადასხვა ზომის ჰანტელებია განლაგებული. მას შეუძლია დიდი დრო გაატაროს ტრენაჟორების დარბაზში და პაემანი დაგინიშნოთ სარბენ ბილიკზე. იგი ჯანსაღ კვებაზე ისეა ”შეშლილი”, რომ მოგიწევთ წვენსაწურთან და ორთქლსახარშთან დამეგობრება, თუკი მართლა აპირებთ მისი კუჭისკენ გზის გაკვალვას.

პროგნოზი

ორიდან ერთ-ერთი-ან მოგბეზრდება გარეგნობაზე მისი პათოლოგიური ზრუნვა, ან დროთა განმავლობაში თავად ჩაგთვლით შეუფე

რებელ მეწყვილედ. ამ დროს ან თქვენ მიუთითებთ მას კარისკენ, ან ის გაჩუქებთ ფიტნეს-კლუბის აბონემენტს და მიგახვედრებთ, რომ თქვენი წელი სრულყოფილი არ არის, ხოლო მკერდმა და თეძოებმა დაკარგეს სიმკვრივე.შესაძლოა თქვენი რჩეული კარგი ბუნებისაა, ზომიერად არის გატაცებული სპორტით და პატივმოყვარეც არ არის, რითაც მისი ფასი საქორწინო ბაზარზე იზრდება. მოგიწევთ მძაფრ კონკურენციასთან ბრძოლა, რადგან ქალები მას ლამის კისერზე ეკიდებიან, თანაც საკმაოდ ლამაზები. თქვენმა რჩეულმა საბაბი რომც არ მოგცეთ, ეჭვიანობა მუდმივად დაგტანჯავთ.

მისტერ “ტვინიკოსი”

ის კითხულობს ნიცშეს და ახდენს არისტოტელეს ციტირებას, სწავლობს ჩინურს და თავისუფლად მეტყველებს ესპანურად. თქვენ აღფრთოვანებული ხართ ჭკვიანი რჩეულით, მასთან არასდროს მოიწყენთ. ის შესანიშნავად ერკვევა ფიზიკის კანონებში და საათობით შეუძლია იმპრესიონიზმზე საუბარიც. მას უყვარს ინტელექტუალური კინო და კლასიკური მუსიკა. ფეხბურთს ჭადრაკს ამჯობინებს. ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი, შესაძლოა

ორიც. 

საშიში სიმპტომები

ის ძალიან ჭკვიანია. მასთან შედარებით თავს უჭკუო ბავშვად გრძნობთ. საუბრისთვის საერთო თემა ძალიან ცოტა გაქვთ. შენ გიყვარს ტარანტინო, მას კი ტარკოვსკი. შენ კითხულობ აკუნინს, ის კი იაპონური ლიტერატურის გენიას.

პროგნოზი

თუკი მის საუბრებს მაღალ მატერიებზე აღტაცებაში მოყავხარ, თუ თანახმა ხართ აიტანო მისი გამოხტომები შენ საყვარელ ავტორებთან დაკავშირებით, თუ მზად ხარ გაიზიარო მისი გერმანული ფილოსოფიით გატაცება, მაშინ თქვენი კავშირი მყარი და ხანგრძლივი იქნება, სანამ მოთმინება საბოლოოდ არ გამოგელევათ. წინააღმდეგ შეთხვევაში კი პროგნოზი არასაიმედოა. ზედმეტად ნაკითხი და მცოდნე მამაკაცები კარგია მხოლოდ იშვიათი, ინტელექტუალური შეხვედრებისთვის.

“ბიზნესმენი

ფეხი-ფეხზე გადადებული ბედნიერად ცხოვრება მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებშია შესაძლებელი. რეალობაში კი წარმატებული მამაკაცები დილიდან საღამომდე ოფისში არიან და ხანგრძლივ მივლინებებში დადიან. რესტორანს კი მხოლოდ ბიზნეს-ლანჩზე სტუმრობენ. რა თქმა უნდა საუბარი ნავთობმაგნატებზე, არაბ შეიხებსა და მათ მემკვიდრეებზე არ არის. რადგან არც თავად ხარ მილიონერი პარის ჰილტონი, ან მიშელ მერსიე, რომელმაც 17 წლის ასაკში დაიპყრო ირანის შაჰის გული, ხოლო 45 წლისა კი კინაღამ იტალიელ პრინცს გაყვა ცოლად. ამიტომ ყურადღების ფოკუსირება იმ მამაკაცებზე მოგიწევს, რომლებმაც წარმატებას თავად მიაღწიეს.

საშიში სიმპტომები

ამ თანამედროვე პრინცებს გააჩნიათ საკმაოდ დიდი ნაკლი-მათი წარმატების და ფინანსური უზრუნველყოფის მეორე მხარე- მკაცრი გრაფიკი, ნერვული სამუშაო, ყოველდღიური სტრესი, ხშირი მივლინებები, მუდმივი მოუცლელობა და სახლში განტვირთვის შეუძლებლობა.

პროგნოზი

წარმატებული ხელმძღვანელების ცოლები ხშირად ჩივიან, რომ მათი ქმრები პრაქტიკულად არ არიან სახლში, საკმაო დროს არ უთმობენ ოჯახს, არ შეუძლიათ დასვენება და მოსვენება. გარკვეული ფინანსური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ კი უკვე ახლობლების ბედი გაღელვებთ, გარშემომყოფთა შურის და მტრობის საგანი ხდებით.თუ გსურთ მდიდარი ქმარი, მოემზადეთ მარტოობისთვის, სიმდიდრე სრულ ბედნიერებას ვერ მოგანიჭებთ,გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რჩეულის თვისებებში მეტად მნიშვნელოვანია სიუხვე.

ხელგაშლილ

შენი წარმოდგენით სიუხვე მამაკაცის მთავარი თვისებაა. მეტად სასიამოვნოა, როცა ძვირფას რესტორანში გეპატიჟებიან, უზადო საჩუქრებს გჩუქნიან და თქვენი საყიდლების თანხას იხდიან. ყველა ეს თვისება იმის გარანტიაა, რომ გათხოვების შემდეგაც შოპინგზე საკუთარი ოქროს ბარათით ივლი, წელიწადში ოთხჯერ დაისვენებ ელიტურ კურორტებზე, ცნობილი დიზაინერების ძვირფასეულობასაც შეიძენ. რა შეიძლება იყოს უკეთესი მამაკაცზე, რომელიც დაუთვლელად ხარჯავს ფულს? თუმცა შესაძლოა არა მხოლოდ თქვენზე? შეუძლებელია გულუხვი იყო ერთი ადამიანის მიმართ, ხოლო სხვებთან კი ძუნწი.

საშიში სიმპტომები

მის ლექსიკონშ არ არის სიტყვა ”დაგროვება” ან ”ეკონომია”, ის გვერდს უვლის ფასდაკლებებს, მდიდარია თუ ღარიბი იგი შევაჭრებას არ დაიწყებს არც იაფი სუვენირის, არც ძვირადღირებული ავტომობილის ყიდვისას. პირველი ის გადაიხდის რესტორანში სადილის საფასურს. ასეთი მამაკაცის გვერდით უამრავი ნაცნობები გეყოლებათ, რომლებიც მის ხარჯზე ”ისეირნებენ”.

პროგნოზი

მდიდრებს თავიანთი ახირებები აქვთ, რომელსაც შეიძლება შეეგუო. მაგრამ თუ თქვენი რჩეული მეტად ხელგაშლილია, ხოლო მაღალი ხელფასი ან დანაზოგი არ აქვს, საკმაოდ გაგიჭირდებათ. მისი გულუხვობა, რომლითაც დაგიპყროთ, ერთობლივი ცხოვრების შემთხვევაში ბევრ უსიამოვნებას მოგანიჭებთ. ოჯახური ბიუჯეტი უმიზნოდ გაიფანტება, ხოლო სახლის ყიდვა კი აუხდენელ ოცნებად გადაქცევათ, რადგან მას ეკონომიის გაგონებაც არ სურს.

მისტერ სიკეთის განსახიერება

სიკეთე იგივე სიუხვეა, მხოლოდ სულიერი სიუხვე. თქვენ შეგიყვარდათ მისი კეთილი თვალები? იგი მზრუნველობით კვებავს უპატრონო ცხოველებს, ეხმარება მოხუც მეზობელს, ართობს სხვის ბავშვებს…რა შესანიშნავი მეუღლე და მამა იქნება, ფიქრობთ თქვენ და ან მასთან გადადიხართ საცხოვრებლად ან ის გადმოდის თქვენთან… ამის შემდგე იწყება კატასტროფა, რადგან აცნობიერებთ, რომ თქვენი რჩეულის სიკეთე ძალიან ფართო მასშტაბებს იღებს და საკმაოდ გაღიზიანებთ.

საშიში სიმპტომები

მას შეუძლია სახლში მოიყვანოს მაწანწალა ძაღლი, მიაღებინოს აბაზანა და მოათავსოს საყვარელ დივანზე. სახლში პერიოდულად ჩნდება ფრთამოტეხილი ჩიტები, დაშავებული უპატრონო ცხოველები. მის სიკეთეს საზღვრები არ აქვს, მას შეუძლია შუაღამისას ბავშვობის მეგობრის დასახმარებლად გაიქცეს, ხელფასის ნახევარს უნაწილებს გაჭირვებულ კოლეგებს და ნაცნობებს. სახლში ხშირად ”ჩაგისახლდებიან” ისეთი ნათესავები, რომელთანაც ნათესაურ კავშირს ვერ დაადგენთ.

პროგნოზი

როცა აღშფოთდები და გადაწყვეტ რჩეულის სწორ გზაზე დაყენებას, ის მოგაპყრობთ კეთილ თვალებს, მოგიწოდებთ სიკეთის ქმნისკენ და ეგოიზმში დაგდებთ ბრალს. რაც უფრო ახლოს ეცნობი საყვარელ ადამიანs, მით უფრო მეტად გაღიზიანებს მისი იდეალური (როგორც გეჩვენებოდა) თვისებები.

მისტერ სექსუალურობა

მგზნებარე სასიყვარული ურთიერთობის ნახევარი წლის შემდეგ რჩეული სექსუალურ მანიაკად მოგეჩვენებათ, დაიწყებთ მელანქოლიური ინტელექტუალის ძებნას, ის ნაკლებად ვაჟკაცური მოგეჩვენება და მიატოვებთ ლამაზმანი სპორტსმენის გამო, რომელიც თქვენი საყრდენი გახდება. ხოლო როცა ერთ დღეს ის ქუჩის ხულიგნებს ტერმინატორის სტილში გაუსწორდება, საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე დაიწყებთ ფიქრს.ღირს კი რჩეულში იდეალური სილამაზის, სრულყოფილი გონების ზღაპრული სიუხვის, ფანტასტიკური სიკეთის, უზარმაზარი ძალისა და ულევი სექსუალურობის ძებნა? ის რაც კარგია ოცნებაში, რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად გამოდგება. და რაც უფრო ადრე შეიგნებ ამას, მით უფრო ნაკლები გულდაწყვეტა შეგხვდება ცხოვრებაში. მაშ რომელია თქვენი ოცნების მამაკაცი? იგი არც ალენ დელონს  გავს, არც ბილ გეიტსივით მდიდარია, არც ახალგაზრდა შვარცენეგერივით ღონიერი. იგი ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომელიც მხოლოდ შენ შეგეფერება, რომლის შეხედულება სიყვარულზე, ოჯახზე და ბედნიერებაზე შენსას ემთხვევა, რომლის ნაკლი არაფრად მიგაჩნია და მისი აწეწილი  თმები ანდა სულაც მელოტი თავი   კი ყველაფერზე ძვირფასია თქვენთვის: )

 

Read Full Post »


ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად: “მამაკაცებმა არ უნდა იტირონ”, “ყველა კაცი მექალთანეა(ეგოისტია, მატყუარაა, ნაძირალაა…)” და ა.შ.ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, რომლებიც უამრავ გაუგებრობას ქმნიან ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი კამათი?

მითი 1. მამაკაცის გულისაკენ გზა კუჭზე გადის.

შესაძლოა ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშიებული მამაკაცი, რომელიც იოლად გადის ფონს სოსისების, პელმენებისა და თუნდაც რესტორნების ხარჯზე, არა მგონია პირველ რიგში ქალბატონის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს. რა თქმა უნდა საყვარელ მამაკაცს ესიამოვნება, თუ მისთვის შესანიშნავ სადილს ან ვახშამს მოამზადებთ, მაგრამ მისთვის მაინცა და

მაინც მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. მაშინაც კი

, თუ ეს იქნება უბრალოდ შემწვარი კვერცხი, მაგრამ სიყვარულით მომზადებული, მისთვის ხაჭაპურზე და შემწვარ გოჭზე უფრო სასიამოვნო იქნება. ამიტომ, არ არის აუცილებელი მთელი დღეები სამზარეულოში ტრიალი იმისათვის, რომ მორიგი კულინარიული შედევრი შექმნათ და შემდეგ დაღლილობისაგან მკვდარივით დაეგდოთ საწოლზე. უმჯობესია რაიმე იოლი მოამზადოთ და ძალები სხვა ამბებისთვის შემოინახოთ. იქნებ მამაკაცის გულისაკენ გზა სხ

ვა მხრიდანაც მიდის?

მითი 2. ინიციატივა ყოველთვის მამაკაცისაგან უნდა მოდიოდეს.

ძალიან საკამათო საკითხია. იმ საკითხებში, რომ

ლებიც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებს ეხება, პირველები ხშირად ძალიან მორცხვობენ (ქართველებიც კი!) და ყოველთვის ვერ ახერხებენ პირველებმა ამოიღონ ხმა. ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ბევრ მამაკაცში ჯერ ისევ ბავშვური კომპლექსები და შიშებია ჩაბუდებული. ალბათ ყველა ქალს ახსოვს სკოლის პერიოდი. როგორ იქცეოდნენ მაშინ პატარა ბიჭები, თუ გოგონა მოსწონდათ? იმის მაგივრად რომ საკუთარ გრძნობებზე ელაპარაკათ, თმებს ქაჩავდნენ და აწვალებდნენ. ზრდასრულ ასაკშიც,

ბევრი ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი შინაგანად დაკომპლექსებულ ბიჭად რჩება. რა თქმა უნდა, თმების ქაჩვას უკვე აღარ დაიწყებენ, მაგრამ სიყვარულის ობიექტთან პირისპირ აღმოჩენის შემთხვევაში ენა აუცილებლად დაებმებათ, გაწითლდბიან, დაიბნევიან, ფერს დაკარგავენ…ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცოტაოდენი სითამამე მაინც უნდა გამოავლინოს ქალმა. მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ შეიძლება დაფრთხეს კიდეც :).

მითი 3. მამაკაცებმა არ იციან სიყვარული, მათვის მხოლოდ სექსია მნიშვნელოვანი.

რაღა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ფსიქოლოგების მტკიცებით, მამაკაცები ქალებზე ხშირადაც კი აიდეალებენ სიყვარულს: მამაკაცთა 90 % დარწმუნებულია, რომ ეს ჯადოსნური გრძნობა შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ქალები კი ამ საკითხში ბევრად უფრო სკეპტიკურები აღმოჩნდნენ – სამუ

დამო სიყვარულის მხოლოდ 75-80 პროცენტს სჯერა. ამასთან, განშორება მამაკაცის გრძნობებს უფრო ახელებს, ხოლო ქალისას – აცივებს. ასე რომ, მამაკაცთა მოდგმა ბევრად უფრო რომანტიული აღმოჩ

ნდა ქალებზე. ქალის აზრი იმის შესახებ, რომ მამაკაცებს მხოლოდ სექსი აინტერესებთ, აიხსნება მათი გრძნობების განსხვავებულობით. ქალებში უფრო ხშირია სიყვარული-მეგობრობა: მშვიდი, თბილი და საიმედოობის გრძნობა თავის რჩეულში( იმ ისტერიული არსებების გამოკლებით, რომელთათვისაც სიყ

ვარული ხშირად მანიად იქცევა ხოლმე). მამაკებში კი სიყვარული-ვნება, რაც წარმოუდგენელია საყვარელ ადამიანთან ფიზიკური სიახლოვის გარეშე. რას ვიზამთ, სხვადასხვაგვარად ვართ აწყობილნი! მაგრამ სწორედ ამიტომაც ვართ ერთად…

მითი 4. მამაკაცები ქალებში პირველ რიგში გარეგნობას აფასებენ და მხოლოდ შემდეგ დანარჩენს.

უდაოა ის ფაქტი, რომ მამაკაცებს ლამაზი ქალები მოსწონთ, მაგრამ ამასთან, სულაც არაა აუცილებელი, რომ მათ ბერძნული პროფილი ჰქონდეთ, ვენერას ფიგურა და არტემიდეს “ბორცვები”. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ქალური სილამაზე კაცის ცნობიერებაში სადღაც მესამე ადგილს იკავებს, პირველსა და მეორე ადგილს კი სექსუალურობა და მომხიბვლელობა ინაწი

ლებენ. ასე რომ, ძვირფასო ქალებო, იმის მაგივრად რომ

კოსმეტოლოგთან ირბინოთ ნებისმიერი უმნიშვნელო ნაოჭის გამოჩენისთანავე, გახდით უფრო გახსნილები და უშუალოები (მაგრამ აღვირახსნილობაში არ აურიოთ), მხიარული და “ცელქი”(ვულგარულობაში და ბავშვობაში ნუ გადავარდებით), ხუმარა და ირონიული( სარკაზმსა და იქედნურობაში ნუ აურევთ). მაშინ თქვენი რჩეული არავისში გაგცვლით!

მითი 5. მამაკაცს მოსწონს, როცა ქალი გულღია და გუ

ლწრფელია.

დიახ და ამავე დროს არა. გახსნილობას მამაკაცები ნამდვილად აფასებენ, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. იმ ქალებს, რომლებიც მამ

აკაცის წინაშე გულის კარს ბოლომდე აღებენ და დაწვრილებით უყვებიან თავისი “ყოფილი” ქმრებისა თუ მამაკაცების შესახებ, ან გაუთავებლად წუწუნებენ გადატანილი ანგინის გამო, ძლიერი სქესი განსაკუთრებულად არ სწყალობს. უფრო სწორად, მათგან კისრისტეხით გარბის! მსგავსი გულახდილობის “შემოტევები” ნებისმიერს დააფრთხობს. ამიტომ დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: უმჯობესია რაღაცა ბოლომდე არ თქვათ, ვიდრე ზედმეტი ილაპარაკოთ! ა

მით ნაწილობრივ იდუმალებას მაინც შეინარჩუნებთ. ხოლო იდუმალება ყოველთვის დამაინტრიგებელია.

მითი 6. რაც უფრო ცუდად ექცევი მამაკაცს, მით უკეთესად მოგექცევა იგი შენ!

სიმართლის მარცვალი ამაში რა თქმა უნდა არის: რაც ნაკლებად უყვარს ქალს მამაკაცი, მით მეტად მოსწონს მამაკაცს იგი. მაგრამ, მაინც კარგი რ

ამ არის ზომიერება! არც თუ ბევრ მამაკაცს მოეწონება, თუ მისი რჩეული გამუდმებული სიცივითა და კაპრიზებით დატანჯავს. ფსიქოლოგების აზრით ასეთი ქცევა მხოლოდ აშკარა მაზოხისტებს შეიძლება მოეწონოთ, ან იმ ჯენტლმენებს, რომლებსაც უკიდურესად დაბალი თვითშეფასება აქვთ( ეს უკანასკნელები ფიქრობენ, რომ

არ იმსახურებენ სიყვარულს და ყოველთვის სწორედ ასეთი გულქვა ქალებისაკენ მიისწრაფვიან, რომლებიც მათ ნერვებზე დათამაშობენ). მაგრამ ამ ქვეყნად ბევრია ისეთი კაცი, რომელიც აფასებს საკუთარ თავს და აშკარად არაა მაზოხისტი. ისინი ნამდვილად არ დაუშვებენ, რომ მათი რჩეული მსგავსად მოიქცეს. ამიტომ, იყავით ფრთხილად: ძლიერი სქესის ყოველი წარმომადგენელი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს!

მითი 7. მამაკაცები საწოლში მხოლოდ საკუთარ ორგაზმზე იციკლებიან.

შესაძლოა ყველა კაცი არ გამოირჩეოდეს სექსუალური ალტრუიზმით, მაგრამ ასეთი ეგოისტები უმცირესობაში არიან! უბრალოდ, მამაკაცები როგორც წესი პირველნი მიდიან “ფინიშთან”, მაგრამ ამის მიზეზი მამაკაცის მავნებლური ხასიათი კი არ არის, არამედ ფიზიოლოგიური განსხვავება: იმ მომენტისათვის, როც

ა მამაკაცი აგზნების პიკზეა, ქალი მხოლოდ იწყებს აღმასვლას. ხოლო იმის გასარკვევად, თუ როდის “დაეწევა” ქალი მას, ხშირად არც ძალები ჰყოფნის და არც მოთმინება. მაგრამ სურვილის შემთხვევაში ბუნების ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია პრელუდიის დროის გახანგრძლივებით. ასე რომ, მამაკაცური ეგოიზმის თეორია საწოლში აშკარად გადაჭარბებულია.

მითი 8. ძლიერი, თავდაჯერებული მამაკაცები არასოდეს წუწუნებენ ცხოვრებაზე და მით უმეტეს – არ ტირიან.

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა, ვინ მოიგონა ეს მითი: ქალმა თუ კაცმა, მაგრ

ამ ძლიერი სქესის ზოგიერმა წარმომადგენელმა ეს ამბავი მეტისმეტად სერიოზულად მიიღო. ჰოდა, მთელი ძალით ცდილობენ ახლა ამ სტერეოტიპის ფარგლებში ჩაჯდომას, ქმნიან რა “სუპერმენის” იმიჯს საკუთარი თავისათვის, რომელიც არასდროს სლუკუნებს და არც ცრემლები ჩამოსდის ღვარად! ამ დროს კი მედიკოსები თვლიან, რომ ნეგატიური ემოციების საკუთარ თავში ჩაკვლა ძალიან საზიანოა. სხვათა შორის აქედან იწყება ინფარქტები და ინსულტები. სპეციალისტები თლიან, რომ სისუსტის მომენტები ძალიანაც საჭიროა – სწორედ კრიტიკული სიტუაციები აძლიერებენ ადამიანის შინაგან ძალას და ეხმარებიან უკეთესად შეიცნონ საკუთარი თავი. ბრძენი კაცის ნათქვამია: “სისუსტეშია ჩვენი ძლიერება!”ამიტომ, თუ პარტნიორს გულის გახსნა მოუნდება თქვენთვის, ნუ დაადანაშაულებთ სისუსტეში. ბოლოს და ბოლოს ხანდახან აუცილებელიც კია, რომ “დედის” როლი ითამაშოთ. თუ ამ ყველაფერს ხშირი ხასიათი არ ექნება, თქვენი ურთიერთობა ამისაგან მხოლოდ მოიგებს!

მითი 9. ნამდვილმა მამაკაცმა ყოველთვის ზუსტად იცის რა სურს.

ეს ასე არ არის! მამაკაცი რობოტი არაა ბოლოს და ბოლოს, რომელიც მკაცრად მიცემული პროგრამით ცხოვრობს. ნებისმიერი ადამიანისათვის დამახასიათებელია დრო და დრო დაეჭვდეს, სწორად იქცევა თუ არა. ფსიქოლოგების აზრით ეს სავსებით ნორმალურია. ამიტომ, ნუ უსაყვედურებთ თქვენს რჩეულს, რომ ის სუსტია და კაცად არ ვარგა. დაე კარგად დაფიქრდეს, მოიფიქროს ყველაფერი და შემდეგ გადაწყვიტოს. ხოლო თუ გთხოვთ, მიეცით ბრძნული რჩევა, იქნებ გამოადგეს?

მითი 10. მამაკაცები “რობოტები” არიან და არ ახასიათებთ ღრმა განცდები.

თუ თქვენს ცხოვრებაში ერთი-ორი ეგოისტი და მექალთანე შეგხვდათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირია და ყველა ერთ კონტექსტში უნდა მოიხსენიოთ. შესაძლოა, მამაკაცები ხშირად ტოვებენ “ორცხობილის” შთაბეჭდილებას, მაგრამ შინაგანად შეიძლება ემოციების ქარ-ბორბალა უტრიალებდეთ. უბრალოდ ისინი ამის დამალვას ძალიან ცდილობენ. მათ ხომ ბავშვობიდანვე შთაუნერგავდნენ, რომ კაცმა ნებისმიერ სიტუაციაში თავშეკავება უნდა გამოავლინოს და ცივ-სისხლიანობა. ასეც ცხოვრობს, საწყალი, საკუთარი სტერეოტიპების ტყვეობაში. სინამდვილეში კი მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი და მოწყვლადნი არიან და კონფლიქტური სიტუაციები, ღალატი, კამათი, უფრო ძნელად გადააქვთ, ვიდრე ქალებსჰოდა იმის მაგივრად, რომ თქვენს რჩეულს იარლიყი მიაკეროთ, უმჯობესია მისი გულის გასაღები მოძებნოთ, რათა მთელი მისი “სქელკანიანობა” დაიმსხვრეს და ბოლოს და ბოლოს თქვენ წინაშე გააშიშვლოს თავისი გრძნობები.

Read Full Post »

ქალებისა და მამაკაცებისთვის სექსუალურობის კრიტერიუმი განსხვავებულია. ლამაზმანების სურათების თვალიერებისას, მამაკაცი და ქალი სიმპათია-ანტიპათიას განსხვავებული კრიტერიუმით განსაზღვრავენ.

 

გემოვნებაზე რა თქმა უნდა არ დაობენ, მაგრამ საინტერესო სხვა რამეა. ქალები, რომელთაც სურთ მამაკაცის თვალში სექსუალურად გამოიყურებოდნენ, ირჩევენ ჩაცმულობას, რომელიც მათზე შთაბეჭდილებას მოახდენს. თუმცა მამაკაცებისას ვერ გაიგებ, რადგან ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა. მაშ როგორ სექსუალურ dress-code-s ირჩევენ კაცები?

მაღალი ქუსლები. ყველა რესპოდენტი ერთსულოვნად “თანახმაა”

მაღალყელიანი წინდები

ტყავის კაბა – უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ თავში დარწმუნებული და სექსში დომინანტი მამაკაცები, იმ მითების საწინააღმდეგოდ, რომ ტყავის ტანსაცმელს “მბრძანებელი ბატონები” ირჩევენ.

კაბა ღრმა დეკოლტეთი. “ამერიკული ჭრილის” დეკოლტე – კაბის კლასიკური დეტალია, რომელიც მამაკაცებს საუკუნენახევარზე მეტია აღელვებთ. ლეგენდარული მერლინ მონრო თაყვანისმცემლებს V-ფორმის დეკოლტეთი ახვევდა თავბრუს.

ტყავის ხელთათმანები. მამაკაცები ყოველთვის გვაოცებენ ისინი ამ სეზონის თრენდებშიც კარგად ერკვევიან. ეს აქსესუარი არა სექს-შოფის მეპატრონის და დიზაინერის, არამედ იურისტების არჩევანია. ესეც თქვენი კონსერვატორები.:))

გამომწვევი ქვედაკაბა. როგორც ირკვევა მამაკაცები ჩუმად ირონიულად იცინიან, როცა პაემანზე შარვლით მივდივართ. თუმცა ოპონენტების აზრით, ძალიან დაბალწელიანი ჯინსებიც მეტად სექსუალურია, თურმე ნუ იტყვით, ქალების საჯდომის შეთვალიერება მოწონთ.:))

თეთრი ”მამაკაცური” მაისური ქალის გამხდარ, ნავარჯიშებ სხეულზე, როგორც ირკვევა მოკრივე ყმაწვილებს მოწონთ.

ქურქი შიშველ ტანზე უფრო მეტად ქალის ფანტაზიას ჰგავს. თუმცა მარტინიზე დაპატიჟებისას, მამაკაცები ხუმრობით (ან არა) ხშირად ითხოვენ მსგავს dress-code-ს.

მკაცრი საქმიანი კოსტუმი, მამაკაცების სისუსტეა მიუწვდომელი “რკინის ლედი”.

club-style – მამაკაცების ერთ-ერთი არჩევანი. ქალი საკლუბო ტანსაცმელში- არცთუ ისე მიუწვდომელი ჩანს და საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება.

მოკლე ტოპი- თუმცა ახლა ეს თრენდი არ არის, მაგრამ მამაკაცებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალის ნამზეური მუცელი.

ფართო გასაქანი მიეცით ფანტაზიას .გამოეწყეთ სხვადასხვა ფორმაში (მაგ. პოლიციის ფორმაში ან მოწაფის კაბაში.:)))

საცვალი-რისთვის ვირჯებოდით და ვატარებდით გამოკითხვებს?

მამაკაცების უმრავლესობა ქალის ტანსაცმლის ყველაზე სექსუალურ ნაწილად საცვლებს მიიჩნევს!!! საინტერესოა, ქალები მხოლოდ საცვლებით ხომ ვერ ივლიან?

და ბოლოს, ლაგერფელდის გარეშე ვერაფერში გაერკვევი. კარგია, რომ მამაკაცები ასეთი დახელოვნებული fashion-ფანტაზიორები არიან. მათი მოსმენისას რწმუნდები, რომ მამაკაცთა ნახევარი როგორც მინიმუმი მოდის კრიტიკოსია.

გოგონა “ტრანსფორმერის” სტილში Balensiagas-ს ბოლო კოლექციიდან მათ ყველაზე მეტად შეეფერებათ.

Read Full Post »

« Newer Posts