Feeds:
Posts
Comments

მეცნიერებმა დაადგინეს: ცოლი განქორწინებას მაშინ ითხოვს, როცა ქმარი მასზე ბედნიერია თავად კი… ავსტრალიელმა მეცნიერებმა ოჯახური ბედნიერებისა და მტკიცე ცოლქმრული ურთიერთობის საიდუმლო ამოხსნეს – ქმარმა უნდა დამალოს, რომ

“ქორწინებიდან ის უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე მისი მეუღლე”. ამგვარ დასკვნამდე ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. მეცნიერები იმასაც ამტკიცეენ, რომ რაც უფრო დიდი ასაკობრივი სხვაობაა მეუღლეებს შორის, მით უფრო დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ მათი თანაცხოვრება კრახით დასრულდება. ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში ათეულობით ცოლქმრული კავშირის გაანალიზების შემდეგ დაადგინდა: თუ ქმარი ცოლზე ბედნიერია, ცოლი განქორწინებას ითხოვს, მაგრამ პირიქით – არასდროს ხდება. რატომ? როგორც ჩანს, მეუღლეთა ”ბედნიერების ხარისხს” შორის სხვაობა მაშინ იზრდება, როდესაც ცოლი საშინაო საქმებით არის დატვირთული. ასევე მაშინ, როდესაც ისინი ასაკითა და მენტალიტეტით განსხვავდებიან, თუ ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს განეკუთვნებიან, ან იმ შემთხვევაში, თუ ცოლის შემოსავალი საშუალოზე მნიშვნელოვნად მაღალია. მაგრამ განქორწინების ალბათობა მინიმუმამდე მცირდება მაშინ, როდესაც ცოლი და ქმარი ერთი სარწმუნოებისა და სოციალური წრის წარმომადგენლები არიან და თუ ქმარი საშინაო საქმეებს ინაწილებს. ეკონომიკის ექსპერტ კაჰიტ გუვენს მიაჩნია, რომ ქორწინება ყველაზე მტკიცე მაშინ არის, როდესაც ცოლ-ქმარი ცხოვრებით თანაბრად კმაყოფილია.

P.S. ასე რომ, გაფრთხილდით დაქორწინებულო მამაკაცებო! თუ თქვენ მეუღლეებს აგრძნობინებთ, რომ მათზე ბედნიერები ხართ, მაშინ განქორწინებისთვისაც მოემზადეთ : ))))

ხშირად ვამბობ ხოლმე რომ იდეალური პაემანი არ მქონია, მეტიც, ჩემი პაემნები იდეალურისგან საკმაოდ შორს იყო. ხან კინოში მარტო აღმოვჩნდი, ხან ერთხელ ნანახი ბიჭი საშინელი “ლ”-ს დეფექტით ლაპარაკობდა, რაც  წინა ნახვაზე არ შემიმჩნევია, ხან ჩემმა იდეალურმა ბიჭმა ფულის გადახდა მე შემომტენა და ხანაც ჩემი “მომავალი შეყვარებული” მანქანიდან რომ გადმო

ვიდა .. ოო ჯობდა ადგილზე დარჩენილიყო: ))და მაინც  თუ თქენი ბიჭი არც ფსიქოპატია, არც  ცალი ფეხი აკლია და მშვენივრადაც ლაპარაკობს მაშინ უნდა გაითვალისწინოთ პაემანზე ქცევის წესები:შეხვედრა მამაკაცმა უნდა შემოგთავაზოთ, ხოლო დრო და ადგილი თქვენ უნდა აირჩიოთ,  არ დაგავიწყდეთ შეეკითხოთ, მოსახერხებელი იქნება თუ არა ეს დრო მისთვის. ქალი პაემანზე ზუსტად დანიშნულ დროზე უნდა მივიდეს: დაგვიანება უტაქტობაა. ამ დროისათვის მამაკაცი უკვე ადგილზე უნდა იყოს.

ბევრი ქალი ძალიან ღელავს შეხვედრის წინ და ხშირად ბევრ შეცდომებს უშვებენ. ჩქარობენ საუბრისას, აქცევენ სასმელს მაგიდაზე და ა.შ.  უბრალოდ უნდა მოდუნდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ,  გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად. ნუ მოგერიდებათ სიცილის. იცინეთ მის ხუმრობებზე, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ.

პირველ პაემანზე თავი მოკრძალებულად უნდა გეჭიროთ, და ამავე დროს, იურთიერთოთ. საჭიროა იყოთ ზომიერად სასაცილო, საყვარელი და სექსუალური. არ არის საჭირო წუწუნი და ჭირვეულობა. მამაკაცს ალბათ არ მოეწონება ქალი, თუ ის ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს. მამაკაცი ეცადა დაეგეგმა საღამო, რომ სიამოვნება მოენიჭებინა თქვენთვის, თქვენ კი ამ დროს რაღაცით უკმაყოფილო ხართ, რესტორნის მენიუ არ მოგწონთ, ან მისი მომსახურეობა. იგი თქვენგან სამადლობელ ღიმილს ელოდება. ამიტომ ეცადეთ პოზიტიურად იფიქროთ.

ქალისაგან საჭიროა მხოლოდ სამი რეაქცია მამაკაცის საუბარზე: თანაგრძნობა, ყურადღება და დაკვირვება. პრაქტიკულად ყველა მამაკაცი, როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა იყოს, ქვეშეცნეულად ელოდება მოწონებას ქალის მხრიდან. ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ საკუთარ თავზე და უფრო მამაკაცს მოუსმინოთ, გამოიჩინეთ ინტერესი ყველაფრის მიმართ, რასაც ის ლაპარაკობს. გაიგეთ უფრო მეტი მის შესახებ.თქვენს შესახებ ყველა წვრილმანს

ნუ მოუყვებით, მოყევით მხოლოდ თქვენი სამუშაოს, ინტერესების შესახებ. შეკითხვაზე, „ხვდებით თუ არა ვინმეს?“ შეგიძლიათ უპასუხოთ: „რა თქმა უნდა, სულ სახლში არ ვზივარ“ . დატოვეთ იგი გაურკვევლობაში, და მაშინ საშინლად მოუნდება შემდეგში ყველა დეტალის გაგება.  მას კი შეგიძლიათ კითხოთ ყველაფერი მისი მისი ქალების გარდა.

მამაკაცს უყვარს ქალის დაცვა და მფარველობა, ხედავს რა ამაში საკუთარ უპირატესობას. ამიტომ, ხშირად ჰკითხეთ რჩევა. პაემანზე ყოფნისას მიეცით საშუალება გამოამჟღავნოს საკუთარი გალანტურობა და სთხოვეთ დახმარება, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, რადგან ეს შეიძლება მიიღოს როგორც თქვენი პრეტენზია განსაკუთრებულ ყურადღებაზე.

მამაკაცებს უყვართ ტრაბახი და ქალებზე არა ნაკლებ მოსწონთ კომპლიმენტების მიღება. ამიტომ საჭიროა შეაქოთ იგი, ოღონდ არა გამუდმებით. იგი დროულად და საჭირო ადგილას უნდა იყოს ნათქვამი. მაგრამ ჯერ უნდა გაიგოთ, რა არის მნიშვნელოვანი ამ მამაკაცისათვის, რომ კომპლიმენტმა „იმუშაოს“. ნებისმიერ მამაკაცში შეიძლება იპოვოთ ისეთი რამ, რაც თქვენთვის მოსაწონი იქნება.

შეხვედრის შემდეგ მამაკაცმა სახლამდე უნდა მიგაცილოთ, და მეტი არაფერი, ხოლო თქვენ გადაუხადეთ მადლობა გატარებული საღამოსათვის. მაშინაც კი, თუ მამაკაცი ძალიან მოგეწონათ, არ უნდა აჩვენოთ მას, რომ მზად ხართ ყველაფერი გადადოთ და ისევ შეხვდეთ მას. დიახ, სიამოვნებით შეხვდებოდით, მაგრამ უახლოეს ხანებში დაკავებული ხართ, ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, და თანაც მეგობრებს შეპირდით მათთან ერთად კინოში წასვლას . მიახვედრეთ, რომ იგი მოგწონთ, მაგრამ თქვენთვის სამყაროს ცენტრს არ წარმოადგენს,. როგორც არ უნდა გინდოდეთ მასთან დარეკვა  ნუ იჩქარებთ ამის გაკეთებას. დაე იმკითხაოს, თუ რითი ხართ დაკავებული, ეს მხოლოდ გაუძლიერებს თქვენთან შეხვედრის სურვილს. თუმცაღა არც ძალიან გადადოთ შემდეგი შეხვედრა, თორემ შესაძლოა ვინმე სხვამ მიიქციოს მისი ყურადღებაJ. შუალედი უნდა იყოს 2-4 დღე.

 

 

 

say “NO”

შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს საქართველოში არ ხდება, შესაძლოა ვინმე თვლიდეს, რომ პირიქით, ახლა ქალები უფრო აქტიურობენ და აცდუნებენ მამაკაცებს, მაგრამ ასევე შესაძლოა რომელიმე თქვენგანს ჩემი  რჩევები  ოდესმე გამოადგეს

მოცემულია:

ბიჭი, რომელსაც თქვენი “დაპყრობის” სურვილი კლავს;თქვენ – ქალბატონი, რომელსაც არანაირად არ  სურს მიეცეს სხეულებრივ ტკბობას მასთან (შესაძლოა მხოლოდ ახლა, ან არც არასდროს).ამოცანა: ზრდილობიანად მოიშოროთ ეს კავალერი თავიდან.

პირველ რიგში, ზრდილობიანად – ეს ნიშნავს ისე მოშორებას

, რომ ერთის მხრივ არ გაანაწყენოთ ადამიანი, რომლის დანაშაულიც მხოლოდ იმაშია, რომ მას სურს თქვენთან ფიზიკური სიახლოვე. მეორეს მხრივ – არ მოახდინოთ მისი აგრესიის პროვოცირება და სექსუალური ძალადობის მცდელობა.მოკლედ, ზრდილობიანი უარი ნიშნავს ერთდროულად იყოთ რბილიც და მტკიცეც.

თუმცა არსებობენ მამაკაცები რომლებსაც უბრალოდ უარი არ ესმით მაგალითად:  მოემის “თეატრიდან  ციტატა : “არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც უმჯობესია დათანხმდეთ, ვიდრე აუხსნათ, თუ რატომ არ გსურთ : )

ნებისმიერი “მინდა” და “არ მინდა” სავსებით საკმარისია და ყველა მცდელობა მათი არგუმენტირებისა, ფსიქოლოგების თქმით, ლოგიკურ ჩიხში შეგიყვანთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ კავა

ლერი მეტისმეტად შემაწუხებელია და გამუდმებით გიმეორებთ “რატომ არ გინდას”. ამ ანკესზე წამოეგებით თუ არა – მაშინვე მოგიწევთ მოიგონოთ უარის მიზეზები და თანაც რომელიმე თ

ქვენგანი აუცილებლად აღმოჩნდება “დამნაშავე”.ამიტომ, თუ ეს კავალერი თქვენი არც შეყვარებულია და არც ქმარი, არაფერი აუხსნათ, თუმცა, პატივისცემით მოეპყარით, რადგან თუ მას სურხართ, ეს ყველაზე დიდი და ჭეშმარიტი კომპლიმენტია თქვენთვის.თქვენი უარი მტკიცე უნდა იყოს !!!

სიტყვა “გაუპატიურების” მოსმენისას ბევრს წარმოუდგენია ბნელ

ი ქუჩა, დაუცველი ქალი და ნაძირალა დანით ხელში, რომელიც თავს ესხმის ქალს. საბედნიეროდ, ეს სტერეოტიპული სურათი სტატისტიკურად არასწორია: შემთხვევათა უმრავლესობაში მსხვერპლი და მოძალადე ნაცნობები არიან. “საბედნიეროდ” კი იმიტომ, რომ ქალს აქვს საშუალება მისი ძალადობისაგან თავი დაიცვას არა მარტო მუშტებით, კბილებითა და ყვირილით, არამედ სიტყვებით და რაც მთავარია, პრევენციული საქციელით.

 

კაცები ხშირად ქალების საქციელს არასწორად იგებენ, ეფლირტავებით ესეიგი გსურთ: )ფლირტი – ამ უსამართლობის შევსების ერთ–ერთი ხერხია. თუმცა, ქალები ხშირად მხოლოდ იმიტომ კეკლუცობენ, რომ იკეკლუცონ, ყოველგვარი მინიშნებების გარეშე. ჰოდა, როგორ უნდა გაიგოს საწყალმა მამაკაცმა, შემოგთავაზოთ ინტიმი, თუ არ შემოგთავაზოთ?

თუ უბრალოდ ფლირტაობთ მოცემულ მამაკაცთან და არ გსურთ ღამე მასთან ერთად გაატაროთ – დაიცავით “გეოგრაფიული” საზღვრები, ანუ ეს მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე გააკეთეთ. ნუ წახვალთ მასთან სახლში (სასტუმროს ნომერში, სამუშაო კაბინეტში, როცა უკვე ყველა თანამშრომელი დიდი ხანია სახლში წავიდა) და ნურც თქვენთან დაპატიჟებთ. კავალერისათვის რთული არ უნდა იყოს იმის გაგება, თუ რატომ რთავთ ნებას გაკოცოთ ხელზე და რატომ არ აძლევთ უფლებას კაბის ქვეშ შემოგიძვრეთ. მაგრამ იმის მიხვედრა, თუ რატომ შეიძლება კაბის ქვეშ შეძრომა და მერე უკვე არაფერი, მისთვის ძნელი გასაგები იქნება. ასევე შეზღუდეთ მასთან ურთიერთობების დრო: ნუ იჯდებით მასთან ერთად დიდხანს, სადაც არ უნდა იყოთ. ნუ მისცემთ კავალერს იმის ფიქრის მიზეზს, რომ მისგან აქტიურ მოქმედებას ელოდებით.წინააღმდეგ შემთხვევაში ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ იგი “ხელებს არ გააჩერებს”. ათიდან ცხრა შემთხვევაში ეს ამბავი ჩხუბით მთავრდება და იმ ადამიანის შეურაცხყოფით, რომელსაც “მოატყუეს”, ხოლო მეათეში თავდაცვა მოგიწევთ იგივე მუშტებით, კბილებით, ყვირილით….

მოძალადეს გამართლება არ აქვს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ამისათვის სასათბურე პირობები უბრალოდ არ შექმნათ!

 

 

 

სექსუალური ლტოლვის გაზრდაში ან შემცირებაში დიდ როლს თამაშობენ ჰორმონები: ესტროგენი და ტესტოსტერონი. მაგრამ ჰორმონალური ფაქტორის გარდა მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობა, ფიზიოლოგიური პროცესები, ფსიქოლოგიური მზადყოფნა.

თუ 20 წლის ხართ

ამ ასაკში სექსუალური ლტოლვა დამოკიდებულია მენსტრუალურ ციკლზე. სურვილი ხან ძლიერდება, ხან მცირდება. ოვულაციის პერიოდში სურვილი პიკს აღწევს და ქალი უფრო სწრაფად აღწევს ორგაზმს. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის და იმის თქმა, რომ ყველა ახალგაზრდას უყვარს და შეუძლია სექსი, არ შეიძლება. სექსისადმი ინტერესი მაშინ ჩნდება, როცა ქალს სტაბილური ურთიერთობები აქვს მამაკაცთან. თუ ოცი წლის გოგონას ასეთი მამაკაცი არ ყავს, როგორც წესი, ამ შემთხვევაში მისი სექსუალური ლტოლვა სუბლიმირდება პროფესიონალურ ამბიციებში, ხოლო სექსი ხდება სასიამოვნო, მაგრამ ცხოვრებისათვის არა აუცილებელი პირობა.

თუ 30 წლის ხართ

ამ ასაკში ქალი როგორც წესი გათვითცნობიერებულია საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაში. პრონციპში ეს არის სექსუალური გაფურჩქვნის ასაკი. სექსუალური ლტოლვის შემცირება შეუძლია მხოლოდ ბავშვის დაბადებას ან პრობლემებს კარიერაში. სტატისტიკის მიხედვით 30 წლის ასაკის შემდეგ ქალები უფრო იოლად აღწევენ ორგაზმს. ეს მდგომარეობა ასტიმულირებს სექსუალურ სურვილებს.თუ ქალი 30 წლის ასაკში ორსულდება, ეს თავისებური გამშვები მექანიზმია ლიბიდოს განვითარებისათვის.ბავშვის დაბადების შემდეგ ბევრი ქალი აღიარებს, რომ სექსის შესახებ ფიქრიც კი არ სურს. გასაკვირი არაფერია, მიზეზი ბანალურია: გადაღლილობა, ჰორმონების დონის დაქვეითება. ამასთან, ხშირად მშობიარობის შემდგომი სექსი მტკივნეულია და ამ პრობლემას ქალების 70 % განიცდის (პირველი ექვსი თვის განმავლობაში მშობიარობის შემდეგ). სექსუალური ურთიერთობების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 2-3 -მდე თვეში.

თუ 40 წლის ხართ

ჰორმონების დონე აგრძელებს დაქვეითებას, მაგრამ ბალზაკის ასაკი მაინც სექსუალურობის ამოხეთვის ხანაა, რადგან ხშირად 40 წლის ქალს უკვე აქვს კარიერა, ფინანსური სტაბილურობა, ყავს დიდი შვილები, მას უჩნდება მეტი დრო, რომელიც შეუძლია დახარჯოს საკუთარი თავისთვის და საკუთარი სურვილებისთვის. 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებმა კარგად იციან თავისი სექსუალური მოთხოვნილებები, აქვთ საკმაო დრო სექსისათვის და როგორც წესი, კარგად ფლობენ კიდეც ამ ხელოვნებას.

50 და მეტი

მენოპაუზის სტატისტიკური ასაკი 51 წელია. როგორც წესი, ქალთა თითქმის ნახევარი განიცდის სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას. ერთადeრთი მინუსი ის არის, რომ ჰორმონალური უკმარისობისას საშვილოსნოს ტენიანობა იკლებს, მაგრამ ეს პრობლემა ადვილად გვარდება ლუბრიკანტების მეშვეობით. ქალს ძველებურად მოსწონს სექსი. ერთადერთი რაც ამ ასაკში შეუძლებელია, ეს არის ორსულობა.

უფრო მეტიც, ორგაზმი 70-80 წლის ასაკში სულაც არ არის მითი. თუმცა ეს ყველა ქალს არ ძალუძს. ბევრი რამაა დამოკიდებული მემკვიდრეობითობაზე და ჯანმრთელობაზე :)

 

ყოველთვის მე და ჩემ დაქალებს ბჭობა გვაქვს იმის შესახებ თუ რა არის იდეალური მამაკაცი და საერთოდ არსებობს თუ არა ის. მე პირადად ვფიქრობ რომ ჩემი მეორე ნახევარი არსებობს და ოდესმე შევხდები მას.

იდეალური რა თქმა უნდა ზოგადი ცნებაა და მასთან ერთად ინდივიდუალურიც, როგორც  ყველაფერი დანარჩენი.დღეს გადავწყვიტე ამ თემაზე ჩამერთო ჩემი “searcheri წორედ.  უამრავი საინტერესო სტატია და კვლევა წავიკითხე.   თუმცა ერთმა მათგანმა შოკში ჩამაგდო, ემერიკელ ფსიქოლოგებს ძალიან საინტერესო კლასიფიკაცია ჰქონდათ ქალებისთვის ჩამოყალიბებული, რათა მათ გაუადვილდეთ თავიანთი იდეალის პოვნა. არ ვიცი  რამდენად სანდო და ვალიდურია ეს კვლევა, თუმცა გახალისებით ნამდვილად გაგახალისებთ : )

მაშ ასე:

ქალები ხშირად იმტვრევენ თავს კითხვით :  არის თუ არ ის მისი ოცნების მამაკაცი? აღმოჩნდა, რომ ამის დადგენა შესაძლებელია მამაკაცის ტრუსებით: ) ფსიქოლოგებმა შეადგინეს მამაკაცების პორტრეტი, მათი ტრუსების არჩევანის მიხედვით:

საცურაო ტრუსები. მამაკაცები, რომლებიც ასეთ ტრუსებს ანიჭებენ უპირატესობას, კარგად ერკვევიან სექსში. მათ უყვართ სიამოვნების მიღება და მისი მინიჭება პარტნიორისთვის. თუმცა სამწუხაროდ მათთან ვერაფერზე ისაუბრებ, რადგან ან ერთი და იგივეს ამტკიცებენ, ან უბრალოდ არ იციან რა თქვან. თუ თქვენ ეძებთ იდეალურ პარტნიორს სექსისთვის, ის სწორედ ასეთია.

ბოქსიორი-ტრუსები. მამაკაცი, რომელიც ასეთ ტრუსებს ირჩევს მეტად ორიგინალურია, მაგრამ არა სექსში. ცხოვრებაში ის უნიკალური და არაჩვეულებრივი ჩანს , მაგრამ საწოლში ის ზარმაცია. სექსში ის ეგოისტია, მას უყვარს მომსახურება. თუმცა კომპანიისთვის საუკეთესო ვარიანტია.

ველოსიპედისტის ტრუსები. მამაკაცზე ისინი ველოსიპედის გარეშე უცნაურად გამოიყურება. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით, თანაც ასეთი ტიპი მეტად იშვიათად გვხვდება. მას არ ეშინია სიძნელეების, უყვარს თავგადასავლები, მიღწეულზე არ კმაყოფილდება. პარტნიორს ყურადღებით ეპყრობა, სექსში ალერსიანი და ორიგინალურია.

ოჯახური ტრუსები. სანამ დასცინებთ ასეთ ტრუსებიან მამაკაცს, გაითვალისწინეთ, რომ იგი აფასებს კომფორტს და უფრთხილდება ჯანმრთელობას, ჯანმრთელ მამაკაცს კი ტემპერამენტი საკმაოდ აქვს. გარდა ამისა, ასეთი მამაკაცი ჭკვიანი, ალერსიანი და ნაზია. ის მ

ზად არის ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, მაგრამ ზედმეტად ეჭვიანები არიან, ამიტომ მასთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ტრინგები. მამაკაცი სტრინგებში საკმაოდ უცნაურია. ეს მისაღებია, თუ მამაკაცი ცეკვავს სტრიპტიზ-ბარში, სადაც სტრინგები აუცილებელი ატრიბუტია. მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა მას მამაკაცები მოსწონს, თუმცა ძირითადად ისინი მზად არიან სხვადასხვა სექსუალური ექსპერიმენტისთვის. თუ თქვენ საწოლში უჩვეულო და მძაფრი შეგრძნება მოგწონთ, მაშინ სტრინგებიანი მამაკაცი შეგეფერებათ.

შორტები. ისინი ბოქსიორ-ტრუსებზე მოკლეა და საოჯახო ტრუსებზე განიერი. ჩასაცმელად ის მოხერხებული ვარიანტი არ არის. მამაკაცი შორტებში დაბნეული და მოუწესრიგებელია. ზოგჯერ ძალიან ზარმაცია, ზოგჯერ ძალიან სწრაფი. სექსში დიდად გათვიცნობიერებული არ არის, მუდმივად რაღაც არ გამოსდის და არ შეუძლია გრძნობების ფლობა. მასთან ღამე შეიძლება გადაიქცეს დილის მტანჯველ მოლოდინში.

ტრუსების გარეშე. ზოგიერთი მამაკაცი საერთოდ არ ატარებს ქვედა საცვალს. ნუ იფიქრებთ, რომ ის ”ექსჰიბიციონისტია”, უბრალოდ ასე თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა თავდაპირველად ეს უცნაურად მო

გეჩვენებათ. ის მეტწილად თავდადებული მარტოხელაა, რომელთანაც  დიდხანს ვერ გაჩერდებით. სექსის ხარისხი მის ხასიათზეა დამოკიდებული. უტრუსო მამაკაცი ქარაფშუტა და ცვალებადია. მისი დაკარგვა ადვილად შეიძლება.

ჩემ ბლოგზე ძირითადად ვწერ სტატიებს: თუ როგორ მოვხიბლოთ ბიჭი, როგორ გავიჩინოთ შეყვარებუ

ლიდა ასე შემდეგ, მაგრამ აი დადგა დროც  როცა ჩემთვის აქტუალური მარტო ყოფნა და ბიჭის მოშორებაა: ) სიმართლე რო გითხრათ მე ამდენი არ მიფიქრია როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი და არც  ამდენი დამიგეგმია, მაგრამ ჩემს გარშემო არიან გოგოები ვისაც  დაშორება უნდა და არ იცის როგორ გააკეთოს ეს ჰუმანურად.   მე ამას პირობითად “თევზის” პრინციპი დავარქვი. ანუ შენ  შეგნებულად მიგყავს სიტუაცია სასურველ შედეგამდე და საბოლოო ჯამში შენ არაფერი გბრალდება : )

მაშ ასე:

თუ ბიჭმა თავი ძალიან მოგაბეზრათ, დაიზეპირეთ ეს 5 შეკითხვა, რომელიც მამაკაცებში ალერგიას იწვევს და გაიმეორეთ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში. რეზულტატებში თავად დარწმუნდებით. მაგრამ თუ ბიჭი ძალიან გიყვართ და ძვირფასია თქვენთვის… მაინც დაიზეპირეთ ეს 5 შეკითხვა და მათ ყველაზე მკაცრი ტაბუ დაადეთ!

1. გიყვარვარ?

თუ მამაკაცს უყვარხართ, იგი საკუთარი ნებით გაგანდობთ ესოდენ ექსკლუზიურ ინფორმაციას და ეს ბევრად უფრო სენსაციური განცხადება იქნება, ვიდრე მისი უსიცოცხლო ჩადუდღუნება ცხვირში “ჰო”, რომელიც მისი მამაკაცური გაგებით ცოტა რამით თუ განსხვავდება “არასაგან”(ან, არ ვიცისაგან!).ხოლო თუ შეკითხვაზე “გიყვარვარ?” – მისი ბაგიდან მაინც ყველაფრით დამაკმაყოფილებელ პასუხს მიიღებთ, ასე გააგრძელეთ: “როდის იგრძენი, რომ გიყვარვარ?”, “ძალიან გიყვარვარ?”, “თქვი, ასე ძალიან ხომ არასოდეს გყვარებია?” და ა.შ. გარწმუნებთ, თქვენი რომანი თამამად შეგიძლიათ გადაიყვანოთ მელოდრამის ჟანრში…მსგავსი შეკითხვები – მეთოდური და მტკივნეული დარტყმებია მამაკაცური ფსიქიკისათვის და იგი ერთ მშვენიერ დღესაც უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ამდენს.რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანისაგან სიყვარულის ახსნა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ არ ღირს ამ სიტყვების ძალით ამოქაჩვა მისგან. აღიჭურვეთ მოთმინებით და დრო და დრო თვითონ შეახსენეთ საკუთარი გრძნობების შესახებ – დახვეწილად და მსუბუქად!

2. რაზე ფიქრობ ახლა?

მსგავსი უაზრო შეკითხვა იშვიათობაა და ამიტომაც აღიზიანებს ნებისმიერ ადამიანურ ერთეულს განურჩევლად სქესისა.ჯერ ერთი, ქალთან ერთად საწოლში და სიგარეტით ხელში, მამაკაცი იშვიათად ფიქრობს საერთოდ რამეზე.მეორეც, თუ მას ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაშინ იგი სწორედ ამაზე ფირობს და არა თქვენზე. ამიტომაც, გულწრფელი პასუხი: “სამსახურზე” – სულაც არ

გაგახარებთ.და ბოლოს, არ არის საჭირო ყველაზე დიდი აფერისტი იყოს, რომ გიპასუხოთ: “შენზე!” და თუ თქვენ ჭკვიანი მდედრი ხართ, მეტი არაფერი დაგჩენიათ გარდა იმისა, რომ თავი მოაჩვენოთ, ვითომ დაიჯერეთ.ხოლო თუ ეს სინამდვილეში გჯერათ… ან ამ ლიტონ შეკითხვას ყოველ წუთს იმეორებთ, უნებლიედ აფიქრებინებთ მას, რომ მისი შეყვარებული ცოტა სულელია…

3. რა კარგი იქნებოდა ბევრი ბავშვები გვყოლოდა, არა?

თუ იმ სურვილით ხართ შეპყრობილი, რომ მთელი რომანტიკა მოკლათ, რომელიც შესაძლოა დაგროვდა თქვენი შეყვარებულის გულში – მიდით, ჰკითხეთ, თუ რამდენი შვილი სურს იყოლიოს უახლოეს მომავალში.შემდეგ კი ილოცეთ, რომ თქვენს ძვირფასს იუმორის გრძნობა აღმოაჩნდეს. თუ არა და სავსებით შესაძლებელია გულის შეტევა დაემართოს…ან გულის სითბოს ნაკლებობა თქვენს მომავალ ურთიერთობებში. ასე რომ, თუ პატარძლად ჯერ არ დაგპატიჟეს, ეს თემა საერთოდ ამოშალეთ თქვენი ლექსიკონიდან.

4. შეამჩნიე, გუშინ შესანიშნავი ლაქი ვიყიდე ფრჩხილებისათვის?

ხანდახან უფრო უსაფრთხო იქნებოდა ხარის წინ წითელი ქსოვილის ფრიალი, ვიდრე მამაკაცისათვის პარფიუმერულ–კოსმეტიკურ საოცრებებზე საუბარი.მსგავსი გამოცდა მამაკაცის ნერვული სისტემისათვის არ არის. ხოლო თუ მაინც გსურთ მისი გამძლეობა გამოსცადოთ, წარმოთქვით რაიმე თავისუფალ რადიკალ

ებზე, რომელიც აბერებს კანს და იმ ნივთიერებებზე, რომლებიც არეგულირებენ კოლაგენის წარმოქმნას მასში.თუ ამ პროცედურას რეგულარულად გაიმეორებთ, ის ემოციური კორიდა, რომელსაც მოგიწყობთ თქვენი ძვირფასი მეგობარი უახლოეს მომავალში, სულაც არ ემგვანება სასიყვარულოს…

5. მე ისეთი უმაქნისი ვარ (ულამაზო, გამხდარი, მსუქანი…)?! (შეკითხვა და მტკიცება ერთ ხმაში)

როცა მამაკაცი მსგავს ფრაზას ისმენს, იგი ინსტიქტურად გრძნობს, რომ თვითშეფასებასთან ყველაფერი რიგზე ვერ გაქვთ. ხოლო ქალი, რომელსაც საკუთარი თავი თავად არ მოსწონს და არ აფასებს, აუცილებლად მდაბლდება მამაკაცის თვალში – მას განსაკუთრებული ცერემონიების გარეშე მიმართავენ.მეორე, მამაკაცები არ არიან მიდრეკილნი ჩაწვდნენ საგნების არსს, ამიტომ, როცა მას ეუბნებიან, რომ იგი მიმზიდველია(სექსუალურია, ჭკვიანია…) – მათ სჯერათ ამის. მაგრამ ასევე სწრაფად იჯერებენ თქვენგან მოსმენილ სიტყვებს: “მე საშინლად უნიჭო ვარ(არაეფექტური, შეუხედავი…)”.მოკლედ, თუ არ გინდათ თვალებზე ააფაროთ თქვენი ნაკლოვანებები – არაფერი თქვათ მათზე! და როგორც მინიმუმი, მათგან ნახევარს იგი ვერ შეამჩნევს.მესამე, მსგავსი შეკითხვები მამაკაცებს იძულებით მატყუარებად აქცევს. ჰუმანური მოსაზრებებით ისინი მაშინვე უარყოფენ თქვენს წარმოთქმულ სიტყვებს და უამრავ კომპლიმენტს “მოგაყრიან”.თუმცაღა, მსგავსი პროვოკაციული შეკითხვები მამაკაცს იმდენად უღონებს გულს, რომ იგი ან ჩუმად ქრება თქვენი ჰორიზონტიდან, ან აცხადებს: “სწორი შენიშვნაა, ნამდვილად უმაქნისი ხარ, ულამაზო, მსუქანი და რაც ყველაზე მთავარია – მოსაწყენი!”

p.s. დასვით ეს კითხვები რაც  შეიძლება ხშირად და ის არასოდეს აღარ დაგირეკავთ , მეტიც  წაშლის კიდეც თქვენნომერს: ))

ამ პოსტის დაწერა დღევანდელმა შეფასებამ   გადამაწყვეტინა: ძალიან რბილი და სუსტი ადამიანი ხარო. ეს უკანასკნელი კი იმდენად მომხვდა გულზე, რომ მთელი ჩემი შემდგომი საღამო განაპირობა.. სულ ჩემს სისუსტეებზე ვფიქრობდი და საღამოც ჩავიმწარე, ბოლოს გადავწყვიტე ძლიერი მხარეც  გამაჩნიათქო და რადიკალური გადაწყვეტილება მივიღე : სასწრაფოდ გავეც

ალე სიტუაციას რაც  არ მსიამოვნებდა და რაც  ჩემ სისუსტეს უსვამდა ხაზს.  და საერთოდ გადავწყვიტე დღეიდან აღარ ვიყო სუსტი.  ჩემს მარტოობას და ბედნიერებას ხაზი გავუსვა და რჩევები თქვენც მოგცეთ  : მოკლედ  ჯერ კიდევ არ გყავთ შეყვარებული? და ამიტომ მსუბუქ დეპრესიაში ხართ? არ ღირს მწუხარება! გაიხსენეთ – თავისუფლებას უამრავი უპირატესობა აქვს! და ცხოვრებას შეგიძლიათ სხვა თვალით შეხედოთ..შესაძლოა თქვენზე ზეწოლას სხვები ახდენდნენ: მშობლები, დაქალები, ნათესავები. პროპაგანდა – სასწრაფოდ იპოვოთ პარტნიორი და სასურველია მთელი ცხოვრებისთვის – ძალიან გავრცელებულია. როცა გოგონა იზრდება, იწყებენ მის დაჩქარებას, უბიძგებენ მეორე ნახევრის პოვნისკენ. რომ თითქოს უკვე ყველა დაწყვილებულია, შენ კი, ასეთი კარგი, ჭკვიანი, და ლამაზი  ჯერ ისევ მარტო ხარ. გარშემომყოფთა უტაქტო შენიშვნები ცხოვრებას გიწამლავს.  ხოლო თუ თქვენი საახლობლო წრიდან უკვე ყველა შეუღლებულია, გასაკვირი არ არის, რომ თავს გარიყულად გრძნობთ.ნუ მიაქცევთ ნურავის ყურადღებას! ნუ იტირებთ საკუთარ უბედურებაზე! და საერთოდ, რატომ უბედურებაზე? უნდა გიხაროდეთ, რომ თავისუფალი ხართ! “ქარივით” თავისუფალი! ხოლო რას ფიქრობენ სხვები, თქვენთვის სულერთი უნდა იყოს. საერთოდაც, “იმყოფებოდეთ საიმედო ხელში” რაღაც ბუნდოვანი ცნებაა და  სულაც არ არის ისეთი კარგი, როგორც ერთი  შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ურთიერთობებში ძალიან სწრაფად იპარება რუტინა, იბადება გაუგებრობა, კამათი, პრობლემები, თანაც ისეთი, რომ წყვილები შურის თვალით უყურებენ მარტოხელების ცხოვრებას.

რამდენი უპირატესობა აქვს იმას, რომ თქვენ მარტო ხართ:

შეგიძლიათ სინდისის ქენჯნის გარეშე წახვიდეთ სადაც გინდათ, ვისთან ერთადაც გინდათ, და რამდენი ხნითაც  გინდათ თანაც ისე რომ არავინ გაგაკონტროლებთ!

შეგიძლიათ იფლირტაოთ ნებისმიერ ბიჭთან ისეთი სიხშირით, და ისე ინტენსივობით როგორც თავად მოგესურვებათ, თანაც არ შეგეშინდებათ დაყვედრებებისა და ეჭვიანობის!

შეგიძლიათ საკუთარ თავს მიუძღვნათ მთელი თავისუფალი დრო, დაკავდეთ საკუთარი გარეგნობით, განვითარებით, ბევრი იკითხოთ და განვითარდეთ, როგორც პიროვნება. იქნებ გგონიათ, რომ მარტო თქვენ ხართ მარტოხელა მთელ სამყაროში? რომ ბედნიერებისაგან ყველა მეშვიდე ცაზე დაფრინავს(რაც ძალიან საეჭვოა!), ხოლო თქვენი ცხოვრება უპერსპექტივოა? ‘’შეყვარებული რომ მყავდეს, ჩემი ცხოვრება მაშინვე ბევრად უკეთესი გახდებოდა!’’ – ფიქრობთ თქვენ და ოცნებობთ. ოცნება რა თქმა უნდა კარგია მაგრამ არაფრის მომცემია, ის მხოლოდ საჭირო დროს გართმევთ. ნუ დაიტანჯავთ თავს . და ნუ ფიქრობთ, რომ გაიჩენთ თუ არა მეგობარს, მაშინვე ნამდვილ ცხოვრებას დაიწყებთ. დაივიწყეთ! თუ საკუთარ ცხოვრებას ახლავე არ თვლით სრულყოფილად, მაშინ მას არაფერი ეშველება . ისე გააკეთეთ, რომ საკუთარმა ცხოვრებამ ახლავე მოგიტანოთ სიხარული. ყველაზე მაგარი ბიჭიც კი ვერ შეძლებს თქვენი თვითშეფასების ამაღლებას, საუკეთესო ბიჭსაც კი არ შეუძლია გადაწყვიტოს თქვენი პრობლემები. ეს მხოლოდ თქვენი მოვალეობაა.. ჩვენი ინდივიდუალობაც ხომ სწორედ  ამაში მდგომარეობს, ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობები და მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები.იმისათვის, რომ თქვენი ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან პრობლემების გარეშე მიმდინარეობდეს, ჯერ საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ. რა მიზნები და  რა ოცნებები გაქვთ იმის გარდა, თუ როგორ შეხვდეთ თქვენს ერთადერთს?:) როგორც არ უნდა გინდოდეთ იპოვოთ შეყვარებული ახლა, პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა უნდა ისწავლოთ. შეავსეთ თქვენი თავისუფალი დრო ღირებული საქმეებით: ჩაეწერეთ კომპიუტერის ან ინგლისური ენის კურსებზე, დაკავდით სპორტით, ისწავლეთ მანქანის მართვა, იარეთ ცეკვებზე, მიუდექით სერიოზულად  სწავლას, მიიღეთ განათლება. .  ცხოვრებაში ხომ იმდენი შესაძლებლობებია!მოიწყვეთ წვეულება დაქალებთან ერთად, წადით ლაშქრობაზე იარეთ თქვენი ქალაქის თეატრებში, კინოებში, მუზეუმებში, სხვადასხვა სახის წვეულებებზე და ვერც კი იგრძნობთ, თუ როგორ აორთქლდება თქვენი მწუხარე ფიქრები! იფიქრეთ მხოლოდ კარგზე!

როგორც კი ცხოვრებით ტკბობას დაიწყებთ, მაშინვე მიხვდებით, რომ უფრო ბედნიერი გახდით! ეს კი საინტერესოს გაგხდით სხვა ადამიანებისათვის.

გახსოვდეთ რომ  ბიჭებს მხოლოდ სიხარულითა და ენერგიით სავსე გოგონები იზიდავთ. წარბშეკრული და თავდახრილი კი არავის სჭირდება

მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდებით საკუთარ თავში  და სარკეში ჩახედვისას უბედური გოგონას ნაცვლად სიცოცხლით სავსე სახეს დაინახავთ ბიჭები თქვენი სიყვარულის მოსაპოვებლად რიგში ჩადგომას დაიწყებენ : )))

Follow

Get every new post delivered to your Inbox.